მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზრობების გამოსაკვლევად, სავარაუდოდ, 10-12 ათასი ტესტი იქნება საჭირო"

5f2037d2a01a0
ინგა მურუსიძე
28.07.20 18:40
759
ბაზრობების გამოსაკვლევად, სავარაუდოდ, 10-12 ათასი ტესტი იქნება საჭირო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან, ასევე, განმარტება გააკეთა ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ იქ სიტუაცია დამაკმაყოფილებელია.

„ლილოს ბაზრობაზე სიტუაცია დამაკმაყოფილებელია, ადმინისტრაცია ძალიან კარგად თანამშრომლობს ჩვენთან, მოვაჭრეების 1/3 უკვე გამოკვლეულია და კვლევები გრძელდება. ბაზრობებისთვის გამოიყოფა ზუსტად იმდენი ტესტი, რამდენიც საჭიროა, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, 10-12 ათასი ტესტი დაგვჭირდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.