მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"CBS ჯგუფი - გამჭვირვალე, ძლიერი, სტაბილური" - ხვიჩა მაქაცარია საკუთარ ბიზნესზე Forbes-თან საუბრობს

637398a4af26c
BM.GE
16.11.22 10:10
803
ქართველი ბიზნესმენი Forbes-ის მკითხველს აცნობს, მისი ბიზნესის შექმნის 40 წლიან ისტორიას და ჰყვება რომ, მას შემდეგ, რაც თხილის რეალიზაციით სოლიდური კაპიტალის დაგროვება მოხერხა, ჯერ ოჩამჩირეში რეგიონის მასშტაბით შეიძინა აქტივები, შემდეგ უკვე ბიზნესის კეთება სოხუმში დაიწყო, რასაც რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთიდან სხვადასხვა ტიპის საქონლის ექსპორტი მოჰყვა, ხოლო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მწვავე ფაზაში შესვლის შემდეგ, მაქაცარია, რომელმაც დაკარგა რამდენიმე მილიონის ქონება და აქტივი, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.

„რუსეთში პირველი ბიზნესი, ვიდრე ბოლომდე დავიქოქებოდით, მაინც პავილიონებისა და სხვადასხვა ფართის (ჯიხურები) მშენებლობა იყო, რაც რამდენიმე ცენტრალურ უბანში მოვახერხეთ“, - იხსენებს მაქაცარია.

„სწორედ ამ პერიოდში ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი, ისიც ოჩამჩირელი, მთავაზობს, პირველი ბენზინგასამართი სადგურის აშენებას, რომელიც იმ დროს მოსკოვში არ არსებობდა. მალე მობილური, მოძრავი ნავთობმზიდებიდან საწვავის რეალიზაციის შემდეგ, ფინეთიდან ჩამოტანილი ტექნიკით მაქაცარია და მისი ჯგუფი აშენებენ პირველ სრულფასოვან თანამედროვე ბენზინგასამართ სადგურს და რამდენიმე თვეში, მარტო ერთი კომპანიით, ამ გასამართი სადგურების რაოდენობა 18-ს მიაღწევს. მიღებული ამონაგებით უკვე ინვესტიციებს აკეთებენ მოსკოვის გასართობ, სათამაშო, რესტორნის ქსელების შექმნაში და ოთხივე პარტნიორი ენთუზიაზმით იწყებს უძრავი ქონებისა და მიწის ფართობების შეძენასაც. პარალელურად იწყებენ ინვესტირებას საქართველოშიც და პირველი ინვესტიციები რესტორნების ქსელს და უძრავ ქონებას უკავშირდება.

ჯგუფის პირველი ინვესტიციები სარესტორნო ინდუსტრიაში: „ქალაქური”, „მატრიოშკა”, „ძველი სახლი”. არის სხვა მიმართულებებიც, მაგრამ არცთუ წარმატებული. $20-25 მილიონის ინვესტიციიდან ხვიჩა მაქაცარია იხსენებს ხილის გადამამუშავებელ საწარმოს აჭარაში და სახელმწიფო კომპანია „ჰიდრომშენს“ როგორც შეცდომებს. ეს „ჰიდრომშენი” საერთოდ ანეკდოტია, მაქაცარიამ და მისმა ჯგუფმა ფაქტობრივად იყიდეს მხოლოდ ბრენდი „ჰიდრომშენი”, რომელიც სახელმწიფომ აქტივების გარეშე გაყიდა აუქციონის წესით და ჯგუფს ხელში ფაქტობრივად ცარიელი კომპანია შერჩა. „არავის და არასდროს არ დავაბრალებ ამ შეცდომებს, საკუთარი თავის გარდა”, - ამბობს მაქაცარია, - და ეს წესად მაქვს ცხოვრებაში, მიუხედავად ინვესტირებისა ემოციით, განცდით და ინტუიციით თუ სწორი გათვლებით, ბიზნესგეგმებით და დიუ-დილიჯენსებით. შეცდომისგან, მით უმეტეს ბიზნესში, დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ფულს მხოლოდ 2009 წლამდე ვკარგავდით და როგორც კი აქ დავფუძნდი, აეწყო კონტროლის მწყობრი სისტემა - ბიზნესმა ზრდა დაიწყო, დანაკარგები შემცირდა, აღარ ვიღებდი ემოციურ გადაწყვეტილებებს და ყველაფერი თვლას, მეთოდურ კალკულაციას ექვემდებარებოდა”.

2013 წელს ხვიჩა მაქაცარიამ დააფუძნა კომპანია CBS ჯგუფი, სადაც ჰოლდინგის ჭრილში მოახდინა საკუთარი აქტივების მმართველი გუნდის გაერთიანება. CBS ჯგუფის მენეჯმენტი დღეის მდგომარეობით მაქაცარიას აქტივებს შემდეგ მსხვილ კომპანიებში მართავს:

„თელასი“ „თბილისი ენერჯი“ - კომპანია „თბილისი ენერჯი“ საქართველოს დედაქალაქს 2019 წლის 3 მაისიდან ემსახურება მას შემდეგ, რაც კომპანიამ თბილისში უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიის 100% შეიძინა.

„თელმიკო“ - მიმდინარე წლის 1 ივლისიდან თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია შეიცვალა და „თელასის“ ნაცვლად დედაქალაქის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო თბილისის ელექტრომომარაგების კომპანიამ, იმავე „თელმიკომ“.

„ვიონი საქართველო - ბილაინი“ - „ბილაინის“ მეშვეობით (მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“) პირველი მობილური ზარი 2007 წლის 15 მარტს განხორციელდა. მას შემდეგ კომპანია დინამიკურად ვითარდება და სადღეისოდ თავის 1.3 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz უსადენო მომსახურებით.

„ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ - შპს „ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ ბულგარული კომპანიის Daisy Technology-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია საქართველოში თანამედროვე GPRS-სისტემის სალარო აპარატებს უზრუნველყოფს, ასევე ეწევა ტექნიკურ და საგარანტიო მომსახურებას.

„მარნაველი“ - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია

საქართველოს ეროვნული ლატარია - საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ Lotto.ge-ის სავაჭრო ლიცენზიით დაიწყო ოპერირება.

„თბილისის მიკროავტობუსი“ - ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მქონე კომპანია.

FEEDC-ი - თბილისში დაფუძნებული სოციალური ქსელია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დაწერონ სტატიები, შექმნან ბლოგები და გახდნენ კონტენტის შემქმნელები. კომპანია 2018 წელს ჩაეშვა და თვიდან თვემდე სტაბილური, სწრაფი ტემპით იზრდება. ამჟამად Feedc-ი მუშაობს გეოლოკაციაზე დაფუძნებული სოციალური ქსელის განვითარებაზე. რესტორანი

„ქალაქური“ - კომპანიის მფლობელობაშია რესტორანი „ქალაქური“.

CBS Pharma - ფარმაცევტული კომპანია

თბილისის ცენტრალური აგრომარკეტი - „თბილისი მოლის” მფლობელობაშია დედაქალაქის ცენტრში არსებული უძველესი აგრობაზარი. 13,917 კვ/მ მიწის ფართობზე განთავსებულ ორსართულიან შენობაში მისაბმელიან და სატვირთო ავტომობილებსაც კი შეუძლიათ გადაადგილება.

„ელეფანტი“ - „ელეფანტი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარეკლამო სააგენტოა, რომელიც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს თბილისის მიკროავტობუსებზე რეკლამის განთავსებას სთავაზობს.

კომპანია „ჯეოფიში“ - „ჯეოფიში“ წარმოადგენს თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი კომპანია. 2010-2011 წლებში კომპანიამ ააშენა ევროპული წარმოების დანადგარებით აღჭურვილი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა (Geofish Factory). ქარხნის მშენებლობისას სულ 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„აგროჰოლდინგი ოთხი სეზონი“ - მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, სათბურების მფლობელი კომპანია Stimor-ის პარტნიორია. „აგროჰოლდინგი ოთხი სეზონი“ ცაიშის ბუნებრივი თერმული წყლების ლიცენზიას ფლობს.

„ბლექ სი პროდაქტი“ - კომპანია მართავს და ახორციელებს ახალი პორტის მშენებლობის პროექტს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე სუფსის შესართავთან.

8000-მდე ადამიანი, რომლებიც ჩვენს კომპანიებშია დასაქმებული, პანდემიის დროსაც დარწმუნდა CBS ჯგუფის მენეჯმენტის პასუხისმგებლობიანობაში, როცა არცერთი თანამშრომლის არც შემცირება და არც სახელფასო ანაზღაურების დაგვიანება არ მომხდარა. სხვათა შორის, ეს მიუხედვად იმისა, რომ ჯგუფში შემავალი ბიზნესების დიდი ნაწილი პანდემიის დროს გაჩერდა კარანტინისა თუ სხვა მიზეზების გამო. ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში CBS-ის მენეჯმენტთან ერთად თითქმის წარმოუდგენელი შევძელით, ავიღეთ პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩვენთვის მუშაობდა და სრული ლოკდაუნი სტაბილურად, უზრუნველყოფილად გადავატარეთ - ამით ძალიან ვამაყობ, ადამიანებისთვის სტაბილური, ფინანსური უსაფრთხოება აუცილებელია - აცხადებს ხვიჩა მაქაცარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები