მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირიკელა“: პანდემიის გამო საწარმოს აშენების გეგმა გაურკვეველი დროით გადავდეთ

5f83181e1e40f
ნუცა ბაზლიძე
11.10.20 18:55
1083
"პანდემიის გამო საწარმოს აშენების გეგმა გაურკვეველი დროით გადავდეთ“, - ამის შესახებ BMG-ის კომპანია „ჩირიკელას” დირექტორმა ნინო მჭედლიძემ განუცხადა.

„ჩირიკელა“ ქართულ ბაზარზე 20-მდე დასახელების ჩირით, ჩიფსით და ჩაით არის წარმოდგენილი და ცოტა ხნის წინ ჩიფსების წარმოებაც დაიწყეს. როგორც ნინო მჭედლიძე ამბობს, ამ დროისთვის საოჯახო წარმოება აქვთ და covid-მა ახალი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებული გეგმებიც დააკორექტირა.

“ჩირიკელას“ დირექტორის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაცია მოთხოვნაზეც უარყოფითად აისახა.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ოპერირებისას სირთულე აღმოჩნდა ნედლეულზე წვდომაც, რაც შესაბამისად, ნედლეულის ფასზეც აისახა და შესაბამისად, პროდუქციის ღირებულებაზეც. ამ ეტაპზე, "ჩირიკელა"ს პროდუქციის ფასი 2 ლარიდან იწყება, სპეციალური შეფუთვის ღირებულება კი 20 ლარამდე აღწევ”, - აღნიშნა მჭედლიძემ.

ცნობისთვის: „ჩირიკელა“ 3 წელია ბაზარზეა. პროდუქცია თეთრიწყაროში იწარმოება და ადგილობრივ მაღაზიებში იყიდება, ხოლო Facebook გვერდის (Chirikela - ჩირიკელა) დახმარებით, პროდუქციის ონლაინ შეძენაც შესაძლებელია.