მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დადიანების სასახლის აღდგენა იწყება" - რა თანხა დაიხარჯება?

6384f1373ddbf
BM.GE
28.11.22 21:30
650
დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ საელჩო საქართველოში ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ამერიკის საელჩომ ამისათვის სამასი ათასი დოლარი გამოყო.

"სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000 დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას მოხმარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.