მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან ცოტა ისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს მომავალში" - ჭიაბერაშვილის კითხვა პრემიერს

5ece40e2d4958
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 14:44
1611
"ბატონო გიორგი, თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს რა გაკეთდა ან რა არ გაკეთდა, მაგრამ ძალიან ცოტა ისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს მომავალში, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერის მოხსენებითი გამოსვლა პარლამენტში.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია რა მდგომარეობაში იქნებიან საქართველოს გაჭირვებული მოქალაქეები ხვალ.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საზოგადოებას, რომელიც ძალიან გაჭირვებული იყო კრიზისამდეც ახლა კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა და აინტერესებს ზუსტად ის, რა იქნება ხვალ და როგორ ეშველებათ იმ შიმშილის წინაშე, რომლის წინაშეც დადგნენ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის წევრმა ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების მიღმა პრემიერს ჯანდაცვის სისტემის ვირუსის მეორე და მესამე ტალღისთვის მზაობაზე ჰკითხა, თუ გადახედავს მთავრობა პანდემიამდე აქტუალურ და კლინიკებისთვის პრობლემატურ 520-ე დადგენილებას ახალ რეალობაში.

„თუმცა გარდა ეკონომიკისა, სოციალური პრობლემებისა და სიღარიბისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას, როგორც თქვენი მრჩევლები ამბობენ, თუ კი ელოდება მეორე ან მესამე ტალღა ჯანდაცვის სისტემა შეხვდეს მომზადებული და მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ 22 მაისს 9 კლინიკამ წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს. ეს არის: ჯოენის სამედიცინო ცენტრი , ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისის გულის ცენტრი, ვივო ჯგუფი, კლინიკა გული, კლინიკა ჯერარსი, პინეო ეკო სისტემა, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

ეს არის ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ როდესაც ამ პირობებში უწევთ დამატებითი ხარჯის გაწევა იმ რეგულაციების შესასრულებლად, რაც მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და იმ პირობებში როდესაც ამ კარ-ჩაკეტილობის დროს გეგმიური ოპერაციები პრაქტიკულად გაჩერებული იყო და მნიშვნელოვნად არის შემცირებული ზოგადად ფინანსური ნაკადები.

აპირებთ, თუ არა თქვენ და ჯანდაცვის მინისტრი, გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას?

სხვათაშორის, იმის გამო რომ 6 თვიანი დაგვიანებებია ამ ფულის ჩარიცხვის, სწორედ ახლა დაეწყო კლინიკებს იმ შემცირებული თანხის ჩარიცხვები, რომელიც მოდის ნოემბრიდან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.