მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო გააძლიერებს"

6299addb18833
მარიამ იზორია
03.06.22 11:04
779
„ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიულ მარშრუტებს და ზოგადად, მიწოდების დივერსიფიკაციას დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა GLOBSEC 2022 BRATISLAVA FORUM-ის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას, არის მაღალი ინფლაცია, დამოკიდებულება ენერგორესურსებზე, ამა თუ იმ წყაროებზე, სასურსათო პროდუქტების სავარუდო დეფიციტი.

მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია იმისთვის, რომ ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„დასაჩქარებელი ე.წ. ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი. ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალი აქვს. ჩვენს ქვეყანას განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია.

ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რაც საქართველოს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის, იმისთვის, რომ ეს ალტერნატიული სატრანსპორტო ნაკადების საიმედო წყარო იყოს და საქართველომ უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.