მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"FDI გრანტის" პროგრამაში ცვლილებები შევიდა - დეტალები

62d8095a99ba4
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.22 09:45
1037
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ რამდენიმე ცვლილება შევიდა.

როგორც BM.GE-ს სააგენტოში განუმარტეს, პროგრამაში შესული ცვლილებები პოტენციურ ინვესტორებთან მუშაობისა და მოთხოვნაზე დაყრდნობით განხორციელდა. შესაბამისად, პროგრამა დაიხვეწა და უფრო მოქნილი გახდა.

რაც შეეხება ცვლილებებს, უწყების ინფორმაციით, ჩამოყალიბდა მაღალბიუჯეტიანი პროექტების საქართველოს მთავრობისთვის შეთანხმების შესაძლებლობა, რა დროსაც განხორციელებული ინვესტიცია 12 მლნ ლარს აჭარბებს.

ასეთ დროს გრანტის მოცულობასა და განსახორციელებელი ინვესტიციის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა. მთავრობას უნდა წარედგინოს ეკონომიკური გათვლები და დასაბუთება.

წინასწარ განსაზღვრული გრანტის მოცულობის ნაცვლად ( 1 მლნ ლარი / 750,000 ლარი), გრანტის მოცულობა კვალიფიციური საინვესტიციო მოცულობის 15%-ით განისაზღვრება.

რეინვესტირების აკრძალვის მოხსნა კი იმას გულისხმობს, რომ პროგრამის ფარგლებში რეინვესტირება შეზღუდული აღარ იქნება.

ამასთან, გაფართოვდა საქმიანობების ჩამონათვალი BPO და დასაწყობება/ლოგისტიკური ცენტრების სექტორებში. ამასთან, პროგრამას დაემატა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებაც (IT). კერძოდ:

BPO/IT-ს მიმართულებით იყო მხოლოდ: მონაცემთა დამუშავება, განთავსება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები; ვებპორტალები, საინფორმაციო მომსახურების სხვა საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი, არქიტექტურული და საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტაციები.

BPO/IT-ს მიმართულებით დაემატა: კომპლექსური საოფისე ადმინისტრაციული მომსახურების საქმიანობები, პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული თამაშების გამოცემა, სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა; კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები; კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები; კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები; საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები; მონაცემების დამუშავება, განთავსება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

დასაწყობება/ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით იყო მხოლოდ: დასაწყობება და შენახვა.

დასაწყობება/ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები