ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი #BMGDRIVE-ს ეთერში აღნიშნავს, რომ ორკესტრს ამ დრომდე სახელმწიფო ფილარმონიას არ უთმობს.
როგორც ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითზე მუშაობა მიმდინარეობდა, რაშიც ეკონომიკის სამინისტროც იყო ჩართული, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო საბოლოო გადაწყვეტილებას არ იღებდნენ.
კომპოზიტორის თქმითვე, კულტურის მინისტრი ორკესტრს იმასაც ეუბნება, რომ ფილარმონისთვის თანხის გამოყოფას ვერ ახერხებენ და ამიტომ შენობის გაყიდვასაც განიხილავენ.
„ცაში მყოფმა გაურკვეველმა პირებმა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. საქმე ბოლომდე მიდიოდა, შემდეგ კი ამბობდნენ – ჩვენს ზემოთ ვერ წყდებაო – ამის ზემოთ იმავეს გვეუბნებოდნენ და ასე გრძელდებოდა... გამოვიდა ისე, რომ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც შევქმენით, ვერ შედგა.
დედამიწის მასშტაბით ფილარმონია ყველგან არის – დარბაზი სიმფონიური ორკესტრისთვის – და დედამიწაზე არ არსებობს ფილარმონია, რომელშიც არ არის ორკესტრი - ეს ხდება მხოლოდ საქართველოში.
არც ის არსებობს, რომ ფილარმონიის ფოიეში, განთავსებული იყოს სამშენებლო კომპანიები, გოჭის შეწვის სერვისები, ღამის კლუბები, სპორტ დარბაზები, მაგრამ ის, რაც რეალურად უნდა იყოს, არ არის.
ჩვენ გვაქვს ფილარმონია გოჭის შეწვის სერვისით, მაგრამ არა ორკესტრით - ეს ქვეყნის უთავმოყვარეობაა, როდესაც ამ ამბავს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან ვყვები, უკვირთ, როგორ შეიძლება ეს ვინმემ იკადროს.
სახელმწიფო მთავარი საკონცერტო დარბაზისთვის ფულს ვერ ხარჯავს: მაგალითად, კულტურის მინისტრმა ისიც გვითხრა, რომ ფილარმონიას ვერ მოვუვლით და ალბათ კერძო პირზე გავყიდითო. მაგრამ სამაგიეროდ სახელმიწფო Black sea arena-სთვის წლიურად 9 მლნ-ს ხარჯავს, რადგან ის იმ ადამიანის აშენებულია, ვისაც მმართველი პარტია ეკუთვნის“ - განმარტავს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი