30.სექტემბერი .2019 21:50

"ფოთის ღრმაწყლოვანი ტერმინალი ვერანაირად ვერ იქნება ანაკლიის კონკურენტი"

views 1929
უკან

ფოთის ღრმაწყლოვანი ტერმინალი ვერანაირად ვერ იქნება ანაკლიის კონკურენტი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაც ხვალ უნდა დაიწყოს.

"ყველა პროექტს მინდა მხარი დავუჭირო, რომელიც საქართველოში კეთდება.

ეს არ არის ღრმაწყლოვანი პროექტი, თუმცა, მისი პოზიციონირება ხდებოდა, როგორც ღრმაწყლოვანი პროექტის. რატომ? – დასკვნები თქვენ გააკეთეთ. როცა ანაკლიაა დღის წესრიგში, უზარმაზარი პროექტი, რომელიც პრაქტიკულად ხსნის კარიბჭეს აზიასა და ევროპას შორის. ფოთის ინვესტორებს მე მივულოცავ ამ პროექტის დაწყებას, თუმცა ეს არ არის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ერთ-ერთი ტერმინალის მშენებელობა, რომელიც სამწუხაროდ, ისე პიარდებოდა, როგორც ღრმაწყლოვანი", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტში ახალი ტერმინალის მშენებელია "პეის ჯგუფი", რომელიც პორტში APM-Terminal-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას. მთლიანად ტერმინალის პროექტის ღირებულება 120 მილიონი დოლარია, პირველი ფაზისთვის კი, 99 მილიონი დაიხარჯება, აქედან 50 მილიონი OPIC-ის დაფინანსება იქნება. "პეის ჯგუფის" ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა