გაურკვევლობა გაცილებით მეტად აზარალებს სექტორს, ვიდრე პანდემია, - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში სასტუმროების და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილი განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის მთავარი პრობლემა დღეს არის გაურკვევლობა და ის განცხადება, რაც მთავრობამ გააკეთა, რომ რიგი სფეროები გაიხსნება, თუმცა ტურიზმი არსად მოიაზრება.
„ჩვენ გარკვევით მივიღეთ გასული წლის დეკემბერში დაპირება, რომ მთის კურორტები ჩაკეტილი იქნება 31 იანვრამდე, ხოლო ამის შემდეგ შეიძლება გავიხსნათ“, - ამბობს ალავერდაშვილი.
ის შესაბამის პირებს მიმართავს და ამბობს, რომ სასტუმროს და რესტორნის გახსნა უბრალოდ გასაღების გადატრიალებას არ ნიშნავს.
„რეკლამები დაწყებული გვაქვს და მომხმარებელს მივმართავთ, რომ თებერვლიდან მივიღებთ, იმიტომ, რომ მოლოდინი გვაქვს, თებერვალში გავიხსნებით, თუმცა გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე, გავიგეთ, რომ ტურიზმი საერთოდ მოაზრებულიც კი არ არის. საერთოდ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ტურიზმი? 300 ათასი ადამიანი ვართ უმუშევრად დარჩენილი. გაურკვევლობა გაცილებით მეტად აზარალებს სექტორს, ვიდრე პანდემია. დღეს უკვე უნდა ვიცოდეთ თებერვალში ვიხსნებით თუ არა, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, ობიექტი მოვამზადოთ, ხოლო თუ არ ვიხსნებით, მოლოდინიც აღარ გვექნება. ასე არ არის, დღეს დაიკეტე, ხვალ გაიხსენი. უზომო მარაგები გვრჩება, გადასაყრელი ან გასაჩუქებელი გვრჩება. ჩვენი მთავარი პრობლემა არის მოლოდინების არქონა“, - ამბობს ალავერდაშვილი.
მისივე თქმით, კერძო სექტორი ზის და ფიქრობს რა ქნას, მათ შორის ხომ არ შესთავაზოს ვინმეს ჩამოსვლა საქართველოში და ა.შ.
„თებერვალი გავა, მოდის მარტი, როცა თბილისი ივსებოდა მთლიანად. უნდა ვიცოდეთ, მოვემზადოთ თუ არა ამ დროისთვის. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, გვითხარით რას აკეთებთ და ქვეყანას ერთ თვეში გავავსებთო. შეიძლება აფეთქების ეფექტიც ჰქონდეს ტურიზმის გახსნას. ბევრ ქვეყანაში ჩვენს პარტნიორებს მოლოდინი აქვთ, რომ ოთახებს გაავსებენ როგორც კი გავიხსნებით. ამისთვის უბრალოდ გვჭირდება ინფორმაცია, რას ვაპირებთ მარტში?!
ყველაფერი გვესმის, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ პანდემიასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, როგორც ეს თურქეთმა და დუბაიმ გააკეთეს. რა წააგეს მათ? ისწავლეს პანდემიასთან ერთად ცხოვრება. დავსხდეთ ერთად და ვიმსჯელოთ, ვიღაცა 4-5- კაცის დაჯდომით და მსჯელობით მსგავსი საკითხები ვერ გადაწყდება“, -თქვა შალვა ალავბერდაშვილმა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის