09.დეკემბერი .2015 09:46

"გაზპრომი" საქართველოსთან ირანთან გაზის გაცვლით ოპერაციებზეც საუბრობს

views 1453
უკან

"გაზპრომი" და ირანი, გაზის სომხეთში მიწოდებისას გაცვლით ოპერაციებზე მუშაობენ, განაცხადა "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა, გუშინ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან, კახა კალაძესთან ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ. მილერის კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС ავრცელებს.

"დიახ, ეს თემა კალაძესთან შეხვედრაზე განვიხილეთ. ამ დროისთვის, ჩვენ ირანელ კოლეგებთან გაზის გაცვლითი ოპერაციების თემაზე ვმუშაობთ", - განაცხადა მილერმა კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ირანიდან სომხეთში გაზის მიწოდებაზე, როდესაც კახა კალაძესთან საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხები განიხილებოდა.

"გაზპრომის" ინფორმაციის სამმართველოს ინფორმაციით, "გაზპრომმა" და საქართველომ სამშაბათს ლუქსემბურგში რუსეთიდან საქართველოში გაზის ტრანზიტულ და კომერციულ მიწოდებებზე იმსჯელეს. 2014 წელს "გაზპრომმა" საქართველოს 0.3 მლრდ კუბური მეტრი აირი მოაწოდა.