მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გორი მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, ქარის ენერგეტიკისთვის"

56bd9d9ee19af
BM.GE
12.02.16 12:52
3961
2016 წელს EBRD-ი საკუთარი სტრატეგიის გადახედვას გეგმავს. როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, ბანკს 4 წლიანი სტრატეგია აქვს შემუშავებული, თუმცა ის საშუალებას იძლევა რომ ყოველწლიურად ცვლილებები იყოს შეტანილი.
 
სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ბრუნო ბალვანერა ენერგეტიკას ასახელებს. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკული მიმართულებით დიდი რესურსი აქვს.

"განახლებადი ენერგია მსოფლიოში სულ უფრო აქტიური მიმართულება ხდება. ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ განახლებად ენერგიაზე გადავიდნენ, რათა გარემოს დაცვა მოხდეს.

ჩვენ 2016 წლის დასაწყისში, ხელი მოვაწერეთ გორში პირველი ქარის ენერგიის სადგურის მშენებლობას. ეს კავკასიაში პირველი პრეცედენტია. გორი მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, ქარის ენერგეტიკის თვალსაზრისით", - განაცხადა ბალვანერამ.