მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს მოლოდინი, რომ სუბსიდირების პროგრამა იპოთეკურ სესხებზე საგრძნობლად აისახება"

5ef605d1e6278
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.20 20:40
1355
ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს რომ შემდეგ კვირაში საგრძნობლად აისახება სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება ახალი იპოთეკური სესხების გაცემაზე - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებული საქართველოს ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის, განახლებული მიმოხილვის მიხედვით 18 ივნისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის წლიურმა კლებამ -41% შეადგინა. იანვარ-თებერვლის პერიოდთან შედარებით კლება -22%-ს შეადგენს. როგორც თორნიკე კორძაია განმარტავს, მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დაანონსებამ იპოთეკური სესხების გაცემის კუთხით, გარკვეულწილად შემაკავებელი როლი შეასრულა.

„უძრავი ქონების ფასი თებერვალში იყო ყველაზე მაღალ წერტილზე, იმის შემდეგ მოდის ნელ-ნელა დაბლა. მაისის მონაცემებით ფასების 3.5%-იანი კლება იყო დოლარში, 12% იყო კლება ქირის ფასში, რომელიც ბინის გასაყიდი ფასის ერთგვარი ინდიკატორია, ეს ყველაფერი ასე რომ გაგრძელდეს ბინის ფასების შედარებით კიდევ უფრო მეტი კლებაა მოსალოდნელი. გაყიდვები თავისი ყველაზე მცირე მაჩვენებლიდან ზემოთ მოდის, უბრალოდ მოდის ნელ-ნელა. 18 ივნისის კვირის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით დაახლოებით -42%-ზე ვართ გაყიდვების კუთხით. 

დიდი მოლოდინი გვაქვს რომ შემდეგ კვირაში საგრძნობლად აისახება სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება ახალი იპოთეკური სესხების გაცემაზე და იგივე რეესტრში რეგისტრირებულ გაყიდვებზე. ამის მოლოდინი ნამდვილად არის“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა.