მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰალო" მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციას პასუხობს

6399a06450229
ინგა მურუსიძე
14.12.22 13:51
4219
ჩვენთვის ბუნდოვანია, რატომ მოხდა მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრების ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება ისე, რომ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების სისწორე ჩვენთან არ გადამოწმდა, მიგვაჩნია, რომ პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორის გამოჩენა ძალიან საინტერესოა და ხელს უწყობს ბაზრზე კონკურენტუნარიანობის და მრავალფეროვნების ზრდას, - ამის შესახებ პირველი ვირტუალური მობილური პერატორის "ჰალოს" განცხადებაშია აღნიშნული. 

განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"2022 წლის 8 დეკემბერს მედიაში გავრცელდა მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრების - „შპს ჯიენსი“-ს, „შპს ინექსფონი“-სა და „შპს მაიფონი“-ს ერთობლივი განცხადება (შემდგომში „განცხადება“), რომლითაც ისინი მიმართავენ კომუნიკაციების კომისიას ბრენდ ჰალოსთან დაკავშირებით. ჰალო-ს გუნდის სახელით, ჩვენ გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ განცხადებას.
 
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჰალო არის პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში, რომელსაც უკვე ჰყავს 1500-ზე მეტი მომხმარებელი და ჩვენ აქტიურად ვმოქმედებთ მათი რაოდენობის გაზრდისათვის. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი კომერციული გეგმა, რომელიც გულისხმობს მიზნობრივი ბაზრის 5%-ის ათვისებას უახლოეს წლებში, რისთვისაც უკვე განვახორციელეთ რიგი ქმედებები.

დღეისათვის, ჰალოს აქვს ორი გაყიდვის წერტილი: (1) ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი N66-ში, სადაც შესაძლებელია ყველა სერვისის მიღება (მაგალითად პორტირება, sim ბარათის შეცვლა, ნომრის შეძენა) და (2) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომლიც ფუნქციონირებს 2022 წლის 4 ნოემბრიდან. ასევე დამატებით, სადილერო ქსელის საშუალებით მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება გაყიდვები.

არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მუშაობს ჰალოს ოფიციალური სოციალური ქსელები. გარდა ფიზიკური მისამართებისა და სოციალური ქსელებისა, ჩვენთან დაკავშირება ასევე შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობითაც. ცხელი ხაზის ნომრები ხელმისაწვდომია 09:00-დან 24:00-მდე, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მოცემულია საჯარო წყაროებში (მათ შორის - კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://hallo.ge/  და სოციალურ ქსელებში).

აღსანიშნავია, რომ ჰალოს დაწყებული აქვს მარკეტინგული კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მათ სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე - მობილურ ინტერნეტზე საინტერესო შეთავზებებს.

იმისათვის, რომ ჰალო იყოს მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ოპერატორი, პროდუქციის მიწოდების პროცესის გამარტივების მიზნით, დღეისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ჰალოსა და საქართველოს ფოსტას შორის, გაყიდვების უშუალოდ ფოსტის ოფისის მეშვეობით განსახორციელებლად.

ასევე, სამომავლოდ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად საინტერესო და საჭირო მომსახურების მიწოდების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული კომერციისა და E-sim ინტეგრაციაზე და უახლოეს მომავალში მომხმარებლისთვის ამ სერვისის მიწოდებაც მოხდება.

ჰალო მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კომფორტზე, მათ შორის კონკრეტულ სერვისებზე ფასების თვალსაზრისითაც - ჰალოს მომხმარებლები იღებენ მობილურ სერვისებს საკმაოდ კონკურენტუნარიან ფასად და მაღალ ხარისხში, რის გამოც ჰალოს სააბონენტო ბაზა არის მზარდი.

ჩვენთვის ბუნდოვანია, რატომ მოხდა მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრების ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება ისე, რომ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების სისწორე ჩვენთან არ გადამოწმდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორის გამოჩენა ძალიან საინტერესოა და ხელს უწყობს ბაზრზე კონკურენტუნარიანობის და მრავალფეროვნების ზრდას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები