მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იტალიიდან ჩამოყვანილი ყველა ადამიანი კარანტინში გადავა- სივრცეებს ეკონომიკის სამინისტრო უზუნველყოფს"

5e6793438b294
ინგა მურუსიძე
10.03.20 17:07
1022
იტალიიდან ჩამოყვანილი ყველა ადამიანი გადავა კარანტინში და საკარანტინო სივრცეებს უზუნველყოფს ეკონომიკის სამინისტრო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც საქართველომ შეაჩერა ფრენები იტალიიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში იტალიიდან დღეს გადმოყვანილი იქნება 200-მდე ადამიანი, რომელიც განთავსდებიან თვითმფრინავებში რეკომენდაციების მიხედვით და ყველა ეს ადამიანი, განთავსდება კარანტინში. საკარანტინო სივრცეებს უზრუნველყოფს ეკონომიკის სამინისტრო. ასეთია მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება. სამედიცინო მომსახურეობას რა თქმა უნდა უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.