01.დეკემბერი .2015 10:04

კანადელმა მეშახტემ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბრილიანტი იპოვა

views 1463
უკან

ბოტსვანაში მომუშავე კანადელმა მეშახტემ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბრილიანტი იპოვა. ნაპოვნი ქვა 1 111 კარატს იწონის და სიდიდით მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბრილიანტს კულინანუს ჩამორჩება, რომელიც 3 106-კარატიანია. ბრილიანტი კანადური კომპანია "ლუკარა დაიმონდის" მეშახტემ აღმოაჩინა. არსებული ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის ალმასი 100 წლის განმავლობაში პირველად იქნა აღმოჩენილი. მსოფლიოს ყველაზე დიდი ბრილიანტის - "კულინანის" ქვა მეშახტეებმა 1905 წელს აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მოგვიანებით "კულინანი" დიდი ბრიტანეთის მეფე ედვარდ VII-ს აჩუქეს.