18.ოქტომბერი .2019 14:29

"ჯორჯიან მანგანეზი": მუშის დაღუპვა მაღაროში ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული

views 184
უკან

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.

"ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს",- ნათქვამია განცხადებაში. 

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა