"კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად, ქალაქ რუსთავში ახალ ჰიპერმარკეტს ხსნის.
"კარფურის" ახალი ჰიპერმარკეტი, რომლის კარიც მომხმარებლებისთვის 2 დეკემბერს გაიღო, რუსთავი მოლში, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს და ის მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:30 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება. "კარფურის" ახალი ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, „კარფურის“ ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ტექსტილი.
უფრო მეტიც, ახალი ჰიპერმარკეტი მომხმარებლებს უზრუნველყოფს მრავალფეროვანი მომსახურებით, როგორიცაა თვითმომსახურების სალაროები, კაფე და სივრცეები, სადაც ახალი და ჯანსაღი პროდუქცია მომხმარებლის თვალწინ მზადდება, მათ შორის ცომეული - პური, ხაჭაპური, პიცა, ასევე, სუში და სენდვიჩები.
ფრანგული ბრენდისთვის ეს რიგით 57-ე მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს ყველა საჭირო ნივთის ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული ქსელის სანდოობას და მისი გაფართოებით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რადგან კარფური ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით ხელს უწყობს დასაქმების გაზრდას ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება ქვეყნის წარმოების განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით.
აღსანიშნავია, რომ „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს გაიხსნა „თბილისი მოლში.“ მას შემდეგ, ბრენდი მომხმარებლებს შეუდარებელი, საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებს.
„კარფური“ ამჟამად საქართველოში 2500 ადამიანს ასაქმებს და გეგმავს კიდევ 1200 თანამშრომლის დასაქმებას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მომწოდებლებს, ფერმერებს და, შესაბამისად, გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს.
R
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი