მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალმა" მდგრადი დაფინანსების მიმართულებით $5 მილიონის ფინანსური რესურსი მიიღო

60a612035ac10
BM.GE
20.05.21 11:36
875

პირველად საქართველოში, ინვესტიციების მიმართულებით ბაზარზე მოქმედმა წამყვანმა კომპანიამ „სიმბიოტიკსმა“, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაცია გამოუყო, რომელიც მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის დაფინანსების პოპულარიზაციას მოხმარდება.

ობლიგაციის შესაბამისი თანხა, რომელიც "კრისტალისთვის" ეროვნულ ვალუტაშია გამოყოფილი, სამი წლის მანძილზე კომპანიის მიერ სრულად იქნება ათვისებული და მოხმარდება სოციალური და მწვანე მიზნობრიობის დაფინანსების გაძლიერებას.

სოციალურ სესხებს მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესები, რაც დაეხმარება მათ განვითარებაში და ამასთან, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მწვანე მიზნობრიობით გაცემული სესხები კი ენერგოეფექტიანობის, განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას მოხმარდება.

"სიმბიოტიკსთან" თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს "კრისტალის" სტაბილურობას და მის ძალისხმევის მდგრადი განვითარების, ეკოლოგიურად და სოციალურად სასარგებლო დაფინანსების პოპულარიზაციის მიმართულებით, რაც პირდაპირ კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG #1 - სიღარიბის აღმოფხვრა, SDG#7 ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია SDG#8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა SDG#11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები SDG#13 - კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები).

"სიმბიოტიკსის" მიერ გამოყოფილი ობლიგაცია ქვეყნის მასშტაბით პირველია მდგრადი განვითარების, ეკოლოგიური და სოციალური დაცვის მიმართულებით, რომელმაც სერტიფიცირება 2019 წლის დეკემბერში DNV GL-ისგან მიიღო და ლუქსემბურგის ბირჟაზე განთავსდა.


"სიმბიოტიკსის" შესახებ:

"სიმბიოტიკსი" წარმოადგენს წამყვან საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და დაბალი შემოსავლის მქონე საოჯახო მეურნეობების დაფინანსებაზე. 2005 წლიდან "სიმბიოტიკსმა" 90-მდე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე 450-მდე კომპანიისთვის 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ინვესტიციები განხორციელდა კაპიტალის მართვაში სპეციალიზაციის მქონე 50-ზე მეტი ფონდის მიერ. symbioticsgroup.com.

"კრისტალის" შესახებ:

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს საქართველოს მასშტაბით 50 ფილიალით საქართველოს 8 რეგიონში, ასაქმებს 1000-ზე მეტ თანამშრომელს, მართავს 350 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, ემსახურება 115,000-ზე მეტ მომხმარებელს და დაარსების დღიდან დღემდე 1 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა. „კრისტალის“ აქციონერებს შორის არიან წამყვანი დასავლური ფონდები: Agrif Cooperatief U.A. და DWM Funds S.C.A.-SICAF-SIF.

მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

2019 წელიდან "კრისტალმა", როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციამ, დაიწყო განვითარების ახალ ეტაპი და გააკეთა განაცხადი, რომ ის მხოლოდ მიკროსაფინანსო და სესხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია არ არის. ის არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში.

კომპანიის წარმატების საფუძველი პასუხისმგებლობიანი დაფინანსებაა, რაც არაერთხელ აღინიშნა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოებით. კრისტალი არის Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში. 2018 წლის „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლობიან ბიზნესად დასახელდა.


 

(NS)