მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაკდონალდს საქართველო" რესტორნების გაფიცვას სოლიდარობას უცხადებს, მაგრამ ვერ უერთდება

6013c8528028d
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.21 12:33
14659
McDonalds-ის რესტორნების ქსელი, თბილისის მასშტაბით, 150-ზე მეტი რესტორნის გაფიცვას ვერ შეუერთდება. ამის შესახებ BM.GE-ის "მაკდონალდს საქართველოს" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, ის სოლიდარობას უცხადებს რესტორნების პროტესტს, თუმცა „მაკდონალდსთან“ ხელშეკრულებით არსებული პირობების გამო, ვერ უერთდება.

„გულწრფელად ვუჭერთ მხარს და ვუცხადებთ სოლიდარობას, ვართ მათ გვერდში ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვუერთდებით ამ აქციას. ერთადერთი მიზეზი "მაკდონალდსთან" გაფორმებული ხელშეკრულების პირობებია. ჩვენ ვართ მსოფლიო "მაკდონალდსის" ნაწილი, არ ვართ ცალკე და იმ პოლიტიკის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში "მაკდონალდსს" გააჩნია და ასევე, ჩვენი კონტრაქტიდან გამომდინარე, ასეთ აქციებში მონაწილეობის უფლება არ გვაქვს “, - აცხადებს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, თბილისში არსებული 150-მდე რესტორანი ბოიკოტის ნიშნად 24 საათით მუშაობას შეწყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები