მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მერე შეიძლება დემნა გვასალიამ გამოუშვას ასეთი პირბადე", - პაატა იმნაძე

5e903cbce9c5b
ინგა მურუსიძე
10.04.20 13:30
1673
"მერე შეიძლება დემნა გვასალიამ გამოუშვას ასეთი პირბადე იმიტომ, რომ ეგეთი რაღაცეები მოსწონს ხოლმე", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ქართული პირბადეების კრიტიკას.

"გახსოვთ ალბათ, რეები ჰქონდა გამოშვებული. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არის კი არა, იყო მსოფლიოში, რადგან ახლა დეფიციტია. გუშინ იაპონიის პრემიერის პირბადე ვნახე და ჩვენსას უკეთესი დიზაინი აქვს. ერთ მხარეს, ცხვირის მხარეს აქვს მონიშნული და ისე ვერ შეცვლი, რომ არასწორად გაიკეთო. ეს არის ანა-ბანა. ვიდრე იქნებოდა ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, ვმუშაობდით არა მარტო შავ ჭირზე, არამედ არბოვირუსებზე და ა.შ", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ქართული პირბადე შეიძლება გამოიყენონ არა მხოლოდ მოქალაქეებმა, არამედ ექიმებმა.