საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება წაგებაზე გავიდეს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა. "პალიტრანიუსის" ეთერში მელიქიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია საპენსიო ფონდის რეალურ ამონაგებს ამცირებს და შესაძლოა მიმდინარე თვეში ამ ამონაგებმა ინფლაციის მაჩვენებელს ვერც გადააჭარბოს.
საპენსიო ფონდის შექმნიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის მაისამდე, ქვეყანაში ჯამურმა ინფლაციამ 34.28% შეადგინა, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 35.23% იყო. ფონდის თანახმად, სისტემის რეალური ამონაგები ამ პერიოდში მხოლოდ 0.71% იყო. მაღალი ინფლაციის კიდევ ერთი თვის პირობებში ეს ამონაგები შეიძლება უარყოფითი გახდეს.
„დღესდღეობით ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და ჩვენი მიზანია, რომ მას ვაჯობოთ, თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში საპენსიო ფონდის რეალური მოგება მნიშვნელოვნად მცირდება. დავამატებდი, რომ შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში ანუ მიმდინარე თვეებში მოგება კიდევ უფრო შემცირდეს, ან საპენსიო ფონდი წაგებაზე გავიდნენ. ჩვენი აზრით ახლა ინფლაცია პიკზეა და მის მნიშვნელოვან ზრდას აღარ ველოდებით. როგორც უკვე გითხარით, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე იქნება, მაშინ საპენსიო ფონდი წაგებაზე იქნება“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
აღნიშნულის დასაბალანსებლად, საპენსიო სააგენტო უცხოურ აქტივებში - კერძოდ კი უცხოურ საფონდო ინდექსებში ინვესტიციებს ზრდის. ამ დროისთვის პორტფელის 10% სწორედ მათშია ინვესტირებული.
2022 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოში 2.43 მილიარდი ლარის აქტივები ინახება. ამ თანხიდან 2.07 მილიარდი ლარი მოქალაქეთა საპენსიო შენატანებია, 360 მილიონი ლარი კი მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო.
საპენსიო აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ინვესტირებული. ბოლო ორი თვეა საპენსიო სააგენტომ უცხოური აქტივების შეძენა დაიწყო, ფონდის 10% უცხოური კომპანიების აქციებში, 7.3% კი უცხო ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი