მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზარდია კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევები..." - პრემიერი მოსახლეობას მიმართავს

61ee5644837e8
მარიამ ვარადაშვილი
24.01.22 11:30
862
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მზარდია, თუმცა ეს ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე არ ასახულა. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით პრემიერი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“მიმდინარე კვირაში მზარდია კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. ქვეყნის შესაბამისი სექტორები მზადყოფნაშია და ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდპარამეტრების მონიტორინგი და მათი უწყვეტი ანალიზი. ბოლო დღეების მანძილზე ტესტირებით გამოვლენილი იქნა ინფიცირების საკმაოდ მაღალი დღიური მაჩვენებელი, თუმცა სიკვიდიალობა 1.4%-ია. ეს საკმაოდ დაბალია და კლების ტენდენცია ამ კვირაში ნარჩუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკისა, ჯერჯერობით ეს ჰოსპიტალურ სექტორზე არ ასახულა და ზეწოლა ჯერჯერობით ლაბორატორიულ, ამბულატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზეა”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზრდილი ინფიცირების ფონზე პრემიერი მოსახლეობას აცრისკენ მოუწდებს. "მე და ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა [ჯანდაცვის მინისტრი] ვილაპარაკეთ და ჩვენი სურვილია ვაქცინაცია გაფართოვდეს. გვინადა, რომ რეგიონებსა და სოფლებში უფრო აქტიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ 50 წელს გადაცილებულებს აცრის პირველივე დოზაზე 200 ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით და გვინდა ეს პროცესი უფრო გავაფართოვოთ და ვაქცინები სოფლებში ჩავიტანოთ",-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

საქართველოში გასულ კვირას კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. რაც შეეხება 24 იანვრის სტატისტიკას, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი თითქმის 23%-ია.