მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"NATO ამ კრიზისიდან გაფართოებული გამოვა" - რასმუსენი შვედეთისა და ფინეთის განაცხადს ეხმაურება

6284ce2f55678
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 14:45
454
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში შვედეთისა და ფინეთის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს ევროპისთვის ისტორიული დღეა.

“შვედეთმა და ფინეთმა ალიანსს ოფიციალური განაცხადით მიმართეს. ეს ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, ხოლო ორივე ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფს, რომელსაც მხოლოდ NATO-ს მეხუთე მუხლი უზრუნველყოფს. ეს ასევე აჩვენებს პუტინის არასწორი გათვლების მასშტაბსაც. ალიანსი ამ კრიზისიდან გაძლიერებული, გაფართოებული და უფრო ერთიანი გამოვა. ახლა პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება უნდა უზრუნველვყოთ”, - წერს რასმუსენი.

დღეს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს.