მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნატურ ველი" ვაკეში ახალ მაღაზიას ხსნის - ინვესტიცია 250 000 ლარამდეა

62a9cff37b091
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.22 20:35
1235

კომპანია „ნატურ ველი“ ვაკეში ამავე ბრენდით ახალ გასტრონომიულ მაღაზიას, დაახლოებით, ერთ თვეში გახსნის.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ოთარ კობახიძე ამბობს, რომ მაღაზიის გახსნისთვის 250 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელდება და მისი ამოქმედებით 10 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„დღეს უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფართთან დაკავშირებით და, დაახლოებით, ერთ თვეში ფალიაშვილის ქუჩაზე გასტრონომიული მაღაზიას გავხსნით. სხვადასხვა დასახელების ხორცი, მათ შორის ქათმის, ღორის, ანგუსის ხორცი ვაკუუმირებული შეფუთვებით გაიყიდება. მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ავსტრიული დელიკატესები, ქართული ბიო ღვინოები და სხვა ნატურალური პროდუქცია“, - ამბობს ოთარ კობახიძე.

კომპანიის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში ამოქმედებული "ნატურ ველის“ გადამმუშავებელ საწარმოში, თვეში 2 ტონამდე სხვადასხვა სახის ხორცის პროდუქტების გადამუშავება და ვაკუუმირება ხდება. ანგუსის და ღორის ხორცს მეწარმე საკუთარი ფერმიდან იღებს, ხოლო ფრინველის და საქონლის ხორცს პარტნიორი ფერმერებისგან იბარებს.

„აქამდე წარმოების დიდი ნაწილი რესტორნებს ეკავა, მაღაზიის გახსნის შემდეგ კი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი წარმოებული პროდუქტის ძირითადი პროდუქტი სწორედ მაღაზიისკენ მიიმართება“, - აღნიშნა „ნატურ ველის“ ხელმძღვანელმა.