მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა

5f5a52b5c365e
თელარა გელანტია
10.09.20 20:17
831
"ოცნების" პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

სიის პირველ ნომრად ის მმართველმა პარტიამ დაასახელა.

"ჩვენი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა. ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი, ბავშვებზე ზრუნვა, განათლების სისტემა, ისევე, როგორც მოხუცებზე ზრუნვა და სოციალური პორტფელი, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევძლოთ არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისკუსიით ახალ პარლამენტში, რომელიც სრულად ახალი საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, რომ ეს ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს უფრო ახლოს, მიღწევადი. ჩვენი საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, სამართლიანი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ყველა მომდევნო საარჩევნო ციკლი უნდა იყოს ამისთვის მომზადება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: საპარლამენტო არჩევნები 31 დეკემბერს იმართება