მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორგანიზაციები, რომლებიც ერთ კრიპტოაქტივს მეორეზე ცვლიან, უნდა დარეგულირდნენ"

600eb49261d68
ლიკა გურაბანიძე
26.01.21 09:45
694

“კავკასიის უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა სოფო ასანიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს კრიპტოაქტივების სექტორი რეგულირებული არ არის. ასანიძემ განმარტა ისიც, რომ ბაზრის რეგულირების ვალდებულება ევროდირექტივით და საერთაშორისო ორგანიზაციების მიხედვით გათვალისწინებულია.

"დაახლოებით, 2018 წლამდე სებ-ის მიერ რეგულირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები კრიპტოაქტივებით გარკვეულ ტრანზაქციებს ახორციელებდნენ, თუმცა შემდგომ, რისკებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. მათ საქმიანობის ამომწურავი ჩამონათვალი განესაზღვრათ და დღეს კრიპტოაქტივებით ტრანზაქციებს აღარ ახორციელებენ. გასულ წელს, შეფასების ანგარიშით, საქართველოს კრიპტოაქტივების რეგულირება განესაზღვრა.

რეგულირების ვალდებულება იმ სექტორთან მიმართებაში ჩნდება, სადაც რისკები მაღალია. თუ სექტორი რეგულირებულია მის მიმართ ნდობა მეტია. სტანდარტების თანახმად, იმ ორგანიზაციების რეგულირება უნდა მოხდეს, რომლებიც ერთი ტიპის კრიპტოაქტივის მეორე სხვა ტიპის კრიპტოაქტივზე, ასევე, უცხოურ ვალუტაზე, გადაცვლას ახდენენ. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ უნდა დარეგულირდეს კრიპტოაქტივების პირველადი საჯარო განთავსება.

რეგისტრაცია-ლიცენზირების საკითხი უნდა დარეგულირდეს, ასევე ფულის გათეთრების კუთხით", - განაცხადა სოფო ასანიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, კონკრეტული სტანდარტი არ განსაზღვრავს ვინ უნდა იყოს ქვეყანაში კრიპტოაქტივების სექტორის მარეგულირებელი.