03.მარტი .2021 14:51

"რიყის დოქები" მყიდველის მოლოდინში - 71-მილიონიანი აუქციონი 5 მარტს სრულდება

"რიყის დოქები" მყიდველის მოლოდინში - 71-მილიონიანი აუქციონი 5 მარტს სრულდება
views 1667
უკან

"რიყის დოქების" საპრივატიზაციო აუქციონი 5 მარტს სრულდება. ხელახალ აუქციონზე გამოტანილი კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.2 მილიონი ლარია. ჯერჯერობით, აუქციონზე არცერთი პოტენციური მყიდველისგან  შეთავაზება  არ დაფიქსირებულა.

საინტერესოა, რომ წინა აუქციონი, რომელიც ჩაიშალა, ზუსტად ერთი წლის წინ ჩატარდა და გასულ წელსაც განაცხადების მიღება 5 მარტს ამოიწურა. მაშინ აუქციონზე რიყის კომპლექსის საწყისი ღირებულება 23.75 მილიონი ლარით უფრო ძვირი იყო. 


აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ობიექტის ღირებულება 2 თვის ვადაში უნდა დაფაროს, ხოლო შემდეგ კი 36 თვის ვადაში ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოაწყოს. პროექტის საინვესტიციო ვალდებულება 10 მილიონი ლარია. 

"შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება;

შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

მყიდველი ვალდებულია „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმდების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

თბილისის ცენტრში მდეგარე ობიექტის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა, მას შემდეგ ის უფუნქციოდ არის მიტოვებული. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა