მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციები ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია...ძალიან იმედგაცრუებულები ვართ" - აშშ-ის ელჩი

60f15c9789982
BM.GE
16.07.21 14:16
5267
სანქციები ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი უნდა შეჩერებულიყო 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების მიხედვით.

“სანქციები ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ღრმად იმედგაცრუებულები.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დაეპაუზებინა ეს პროცესი.

აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული და არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები”,- აცხადებს ელჩი.

19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობამ შეიძლება ინვესტორთა ნდობა შეასუსტოს - აშშ