მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება" - კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

62063051ed291
ინგა მურუსიძე
11.02.22 13:44
1878
საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო სამთავრობო კომისიამ, რომელიც საპენსიო სესხებთან დაკავშირებით შეიქმნა. განცხადება კომისიის გადაწყვეტილების შესახებ პარტია “მოქალაქეს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

„შევთანხმდით, რომ თებერვლის ბოლოს გამოცხადდება ახალი კონკურსი, სოციალური მომსახურეობის სააგენტო გამოაცხადებს ერთთვიან კონკურსს, რომელშიც ბანკები მიიღებენ მონაწილეობას. დადასტურებულია სულ მცირე ორი ბანკისსგან, რომ მიიღებენ მონაწილეობას მასში. სახელმწიფო მზად არის, რომ ყოველ წელს პენსიონერთა პენსიების დარიგების მომსახურეობისთვის 15 მლნ ლარი გადაიხადოს და ეს არაფერია სახელმწიფოსთვის 1 წლის განმავლობაში.

ასევე შევთანხდმდით, რომ ბანკებს შორის სესხის პროცენტზე კონკურენცია იქნება, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ დღეს რომ ლიბერთი 36%-ში აძლევს პენსიონერებს სესხს, დაწესდება ზედა ზღვარი და ეს იქნება 26%. ამის ქვემოთ რომელი ბანკიც უკეთეს წინადადებას შემოიტანს, მისი წინადადება მიიღება. ჭერი იქნება 26% და ეს არის მთავარი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.