“2022 წლის ბოლოს საქართველოდან უცხოურ აზარტული თამაშების საიტებზე გადარიცხული თანხა 2 მილიარდს მიაღწევს,” - ამის შესახებ BMG-ის აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა.
მანამდე კი „ევროპაბეთის“ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე 0.5 მლრდ ლარის გადინებას პროგნოზირებდა.
აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, თანხის გადინების მიზეზი გასული წლის ზამთარში მიღებული კანონია, რომლის მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეებს თამაშის უფლება აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც.
გიორგი მამულაიშვილი ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მონაცემთა ბაზებს არარელევანტურს უწოდებს, რადგან, მისივე თქმით, აზარტული თამაშების ვებ-გვერდზე მოქალაქეები ე.წ. ფეიქ ექაუნთებით რეგისტრირდებიან და მაინც თამაშობენ; ასევე, მისი თქმით, ინდუსტრიაში პრობლემას ქმნის დღეს საქართველოში მოქმედი 133 უცხოური სათამაშო ვებ-გვერდი, რომელიც ქართულად ითარგმნა და მოთამაშეებისთვის ერთგვარ ალტერნატივად იქცა.
“საქართველოს ხელისუფლება ვერანაირად ვერ შეეწინააღმდეგება ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არ არის არც Facebook, არც Instagram და არც სხვა უცხოური საიტები ისევე, როგორც თვითონ ოპერატორები. საქართველოში ლიცენზირებული ოპერატორები არ არიან, შესაბამისად, როდესაც დიდ ფულს ხარჯავენ, ისინი ელოდებიან უკუგებას. ეს უკუგება მათ რომ არ ჰქონდეთ, დღესდღეობით არ იქნებოდა იგივე Marsbet-ი, ერთერთი საფეხბურთო გუნდის სპონსორი.
ის რიცხვი, რასაც ჩვენ ვასახელებთ - 2 მილიარდს, რომელიც საქართველოდან გავა, არის ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის ანალიზს და ყოველთვის ვცდილობთ, რომ სწორ ინფორმაციას მივაკვლიოთ”, - განაცხადა მამულაიშვილმა.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს თამაშდამოკიდებული პირების სიას, გიორგი მამულაიშვილის თქმით, სიაში სულ მოქალაქეების 0,05% დარეგისტრირდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია.
“მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში საშუალოდ 3%-იც არის, ასე რომ, არასამთავრობოების მხრიდან, რომლებიც აპელირებენ იმით, რომ საქართველოს ახალგაზრდობა იღუპება, მოთამაშეების 70% თამაშდამოკიდებულია და ა.შ., ეს უბრალოდ იყო ჰაერში ხმამაღალი სიტყვების გასროლა, მეტი არაფერზე დაფუძნებული იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში კვალიფიციური კვლევა არ ჩატარებულა, ნებისმიერი პრობლემის გამოსაკვლევად საჭიროა კვალიფიციური კვლევა და ასეთი კვლევა დღესდღეობით საქართველოში არ არის”, - განაცხადა მამულაიშვილმა.
აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, დღეს მოქმედი კანონი არ მუშაობს, რამაც აზარტული თამაშების ინდუსტრია უკონტროლო ვითარებაში ჩააყენა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი