18.ივნისი .2022 17:04

"საქართველოდან უცხოურ სათამაშო საიტებზე 0.5 მლრდ ლარი გავა" - გიორგი ნიჟარაძე

"საქართველოდან უცხოურ სათამაშო საიტებზე 0.5 მლრდ ლარი გავა" - გიორგი ნიჟარაძე
views 1291
უკან

საქართველოში დაწესებული რეგულაციების გამო, ქვეყნიდან უცხოურ სათამაშო საიტებზე 0.5 მლრდ ლარი გავა, - ამის შესახებ „ევროპაბეთის“ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნიჟარაძემ გადაცემაში BMGDRIVE-ში ისაუბრა.

მისი თქმით, თუ საქართველოში სათამაშო ბიზნესისთვის არაფერი შეიცვალა აღნიშნული თანხა მომავალი წლისთვის შესაძლოა 1 მლრდ ლარამდე ავიდეს.

"ჩვენი გათვლებით 0.5 მილიარდ ლარამდე ქვეყნიდან გავა და დარჩება უცხოურ საიტებზე მთელი წლის განმავლობაში. მომავალ წელს თუ ასე დარჩა ყველაფერი და არაფერი შეიცვალა დიდი შანსია, რომ ეს 1 მილიარდამდე გაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ვალებულია ანალიზი გააკეთოს. ანალიზის გაკეთების შემდეგ ვიმედოვნებთ, ფინანსთა სამინისტროს ამ მონაცემებს ჩვენც გაგვიზიარებს, რომ რაღაც დიალოგში შევიდეთ. თუ სავალალო სიტუაცია იქნება და დარწმუნებული ვარ ნახევარი მილიარდი, რომ ქვეყნიდან გადის სავალალო სიტუაციაა, ცვლილება იქნება საჭირო", - განმარტა გიორგი ნიჟარაძემ. 

ცნობისთვის, 2022 წლის 1 მარტიდან საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულ პირთა სია ამოქმედდა. სიის მომზადებაზე შემოსავლების სამსახურია პასუხისმგებელი. რეგულაციის თანამხმად, სათამაშო ბიზნესი 25 წლამდე ასაკის პირების თამაშისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა