რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში "საქართვლოს ბანკის" ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს და 75 000 ათასი ლარი წაართვეს.
ფაქტის გადამოწმებისთვის BM.GE "საქართველოს ბანკს" დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს:
„ეს არ არის საქართველოს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ის. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს“.
დეტალების დასაზუსტებლად BM.GE შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ: „აღნიშნულ ფატზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ძარცვას".