მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი აღიკვეთა - შსს

619ce6cb216c5
ინგა მურუსიძე
23.11.21 17:14
850
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს.

როგორც bm.ge-ს შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან
წამებულის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.