07.აგვისტო .2020 20:42

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა

views 5085
უკან

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა. როგორც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ 8 ივლისს მიიღო, თუმცა ძალაში 2020 წლის 5 აგვისტოს შევიდა.

როგორც BMG-სთვის ხდება ცნობილი, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.

Georgia Capital-მა სპეციალური შეთავაზება გაუკეთა GHG-ის აქციონერებს, რომლის თანახმადაც, GHG-ს აქციონერები ყოველი 5 აქციის სანაცვლოდ იღებენ Georgia Capital-ის 1 აქციას.

აქციების გადაცვლის ბოლო ვადა 2020 წლის 30 ივნისი იყო.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ლონდონის საფონდო ბირჟაზე“ 2015 წელს პრემიუმ კატეგორიაში დაილისტა და მასში „ევექსი", „იმედი L”, ასევე ფარმაცევტული კომპანიებია გაერთიანებული. 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 87 მილიონი ფუნტ სტერლინგი იყო. ბოლო 1 წელიწადში კომპანიის აქციები 70.3%-ით გაუფასურდა.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა