ვფიქრობ, საქართველოში გაცილებით დიდი აჟიოტაჟია ამ წერილებთან დაკავშირებით ატეხილი, ვიდრე საზღვარგარეთ, - ამის შესახებ „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ bm.ge-ს განუცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, ცოტა მეტი ყურადღებით ხომ არ უნდა გაეცნოს ოფიციალური თბილისი ამერიკიდან და ევროპიდან მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებს და შემდეგ გადადგას ნაბიჯები.
„მე ვერ ვიტყვი, რა გავლენას იქონიებს ეს წერილები და ის ყველაფერი, რაც ხდება, ბიზნეს გარემოზე, მაგრამ მე ვფიქრობ, საქართველოში გაცილებით დიდი აჟიოტაჟია ამ წერილებთან დაკავშირებით ატეხილი, ვიდრე საზღვარგარეთ. მე მაქვს შეხება ყოველდღიურად იმ უცხოელ ინვესტორებთან, რომლებიც საქართველოში არიან. ძალიან წყნარად არიან და მუშაობენ სტაბილურად. ნახეთ ებრაული ინვესტიციები, ევროპული ინვესტიციები. მათ არ აქვთ იმის შეგრძნება, რომ რაღაცა განსაკუთრებული საფრთხეა და ხვალ შეიძლება ვიღაცამ ბიზნესი წაართვას“, - განაცხადა პერტაიამ.
თუმცა კითხვაზე, რატომ არ გვყავს ბევრი ახალი ინვესტორი, პერტაიამ უპასუხა - „ზოგს ჰგონია, რომ როცა დღეს რაღაც ცუდი მოხდება, ან ვიღაც წერილს გამოგზავნის, ხვალ ინვესტიციები აღარ იქნება, ეს ასე არ მუშაობს. არის ინვესტიციების ძალიან დიდი ფანჯარა და დღეს რომ რაღაცა მცირდება, ეს შეიძლება 2-3 წლის წინანდელი ცვლილების დამსახურება იყოს“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა