სათამაშო ინდუსტრიის შემოსავალი 10-ჯერ-15-ჯერ ნაკლებია იმ რიცხვებზე, რასაც ჩვენი ოპონენტები აჟღერებენ,- ამის შესახებ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში სათამაშო ბიზნესის შემოსავლებთან დაკავშირებით არაერთი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ ბერუაშვილი ამბობს, იმის გამო, რომ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ტექნოლოგიურად განვითარდა, სტატისტიკის წარმოება მოძველებული მეთოდოლოგიით ხდება, რაც ბიზნესის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას უშლის ხელს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ სათამაშო ბიზნესასოციაციამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან გააფორმა მემორანდუმი. მხარეები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სათამაშო ბიზნესის შემოსავლებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ სწორი აზრის შექმნას.
"ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ტექნოლოგიურად იმდენად განვითარდა, რომ მის მიმართ სტატისტიკური ციფრთა წარმების მეთოდოლოგია ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს. ეს არის საქსტატსა და ჩვენს შორის თანამშრომლობსი შედეგად მიღწეული აღმოჩენა, შესაბამისად, მემორანდუმი გულისხმობს მომავალში ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას, რის საფუძველზეც იწარმოებს მომავალში ბიზნესის მიმართ შესაბამისი სტატისტიკური ციფრების წარმოება, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
იმის გამო, რომ დღეს არსებობს ასეთი სახის პრობლემა, ხშირად ადგილი აქვს ოპონენტების მხრიდან ციფრებით არასწორად აპელირების შემთხვევებს. საუბრობენ მილიარდებზე, რაც მკვეთრად განსხვავდება რეალობისგან. ინდუსტრიის შემოსავალი 10-ჯერ-15-ჯერ ნაკლებია იმ რიცხვებზე, რასაც ჩვენი ოპონენტები აჟღერებენ. შესაბამისად, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე შემუშავებული რიცხვები როდესაც გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი და ეს იქნება უახლოეს მომავალში, ასეთი რიცხვებით აპელირებას დაესმევა წერტილი",- აცხადებს ზურაბ ბერუაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას