11.ოქტომბერი .2019 20:00

"საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ჰესების მშენებლობა ქვეყანაში"

views 389
უკან

„საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰესების მშენებლობა საქართველოში,“ - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „სინერჯი ქონსთრაქშენის“ წარმომადგენელმა თამარ სადუნაშვილმა განაცხადა.

როგორც სადუნაშვილი განმარტავს, საქართველოში მთავრობის მხრიდან ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების მეტად ინფორმირებულობაა საჭირო.

„დღეს სექტორში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს თუ საქართველოში ჰესების მშენებლობა რაოდენ მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა, თუნდაც ტრენინგები მოაწყონ, რათა ხალხს განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში გააგებინონ, რა დადებითი თვისება აქვს ჰესების მშენებლობას.

მიმდინარე წელს ჩვენ მესტიაში „მესტია ჭალას“ ჰესი საკმაოდ დიდი 30 მლნ დოლარიანი პროექტი დავასრულეთ. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს მხრიდან ინტერესი და დახმარება იქნება რა თქმა უნდა, ჰესებს დამატებით ავაშენებთ“ - განაცხადა თამარ სადუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა