მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სესხის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობას 1 500-მდე რესტორანი შეძლებს, ბიუჯეტი 30 მლნ ლარია"

5fc8a12ddd89f
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.20 12:34
1522
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სარესტორნე ბიზნესისთვის ხვალიდან სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პროგრამაზე დღეს იმსჯელა და დაამტკიცა, ხოლო განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სექტორის მიერ მათთვის წარდგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 მლნ. ლარი გამოიყოფა.

„ეს ის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენთან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და საბოლოო ჯამში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დახმარება იქნება. ეს საკმაოდ მოცულობითი 400 მლნ ლარის სასესხო კომპონენტია და დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარი იქნება საჭირო. სულ მცირე 1 500-მდე რესტორანი შეძლებს ამ დახმარებით სარგებლობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სარესტრონე ბიზნესს სხვა მიმართულებითაც ეხმარება, კონრეტულად კი ეს არის ქონების გადასახადის ჩამოწერა და 2021 წელს პატიება და თანამშრომელთა ხელფასების საშემოსავლო გადასახადის გადავადება და 1 500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებისთვის შეღავათების დაწესება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები