მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შავი ლომი": 24 საათზე რომ ვიკეტებოდეთ, ეს შეზღუდვა არ გამოიწვევდა ამხელა პროტესტს და ზარალს

5f8f097c786b6
ანუკა ჯოხაძე
20.10.20 23:00
1750
“12 საათზე რომ ვიკეტებოდეთ, ეს [შეზღუდვა] არ გამოიწვევდა ამხელა პროტესტს და არც ზარალს”, - ასე შეაფასა რესტორან "შავი ლომის" დამფუძნებელმა მერი გუბელაძემ შეზღუდვა, რომელიც რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს გასული კვირის ბოლოს დაუწესდათ. შეზღუდვის მიხედვით რესტორნები მუშაობას 22 საათის შემდეგ აჩერებენ.

მერი გუბელაძის თქმით, აღნიშნული შეზღუდვის გამო რესტორნებმა დიდი ზარალი მიიღეს. მისივე განმარტებით, "შავი ლომის" შემთხვევაში დანაკლისი დაახლოებით 70%-ია.

“მესმის, რატომ არის ეს რეგულაცია შემოღებული, ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარება, რომელსაც თან ახლავს ახლო კონტაქტები, მაგრამ 22 საათი იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის დრო, როცა რესტორანი ივსება. ჩვენი რესტორნები მთლიანად ცარიელია ყოველდღე, დილიდან 9 საათამდე. ამ დროს შემოდის ხალხი და გადის 12-ის ნახევრისთვის რესტორნიდან. ცოტათი უნდა გადაეწიათ დრო, 12 საათზე რომ ვიკეტებოდეთ, მაშინ ეს მისაღები იქნებოდა და არ გამოიწვევდა ამხელა არც პროტესტს და არც  ზარალს", - ამბობს რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 16 ოქტომბრიდან თბილისისა და იმერეთის მასშტაბით არსებული რესტორნები მუშაობას 22:00 საათიდან წყვეტენ. დღეს კი აღნიშნული აკრძალვა მცხეთაში არსებულ რესტორნებზეც გავრცელდა.