მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინოვაკი" ადამიანს სასიკვდილო გართულებებისგან 100%-მდე იცავს- პაატა იმნაძე

60af96a8c9476
ინგა მურუსიძე
27.05.21 17:10
822

უახლესი კვლევებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა "სინოვაკი" ადამიანს სასიკვდილო გართულებებისგან 100%-მდე იცავს. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სოციალურ ქსელში ონლაინ ჩართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, უახლესი კვლევევით აღნიშნული ვაქცინა მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის 84%-მდე დაცულობას უზრუნველყოფს. უახლესია.

„ოფიციალური მონაცემებით, ყველა კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ „სინოვაკი“ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან იცავს 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისგან თითქმის 100%-მდე. ეს არის მთავარი და ძირითადი ამ ეტაპზე ამ ინფექციასთან ბრძოლისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ამ ინფექციის შედეგები და თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

შეგახსენებთ, "სინოვაკით" ვაქცინაცია ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აღნიშნულ ვაქცინას ჯერ ჯანმოს ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა როგორც პაატა იმნაძე ამბობს, WHO-ს მიერ ამ საკითხზე მსჯელობა ივნისს არ გასცდება.