მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოცდაუცველების ამუშავების“ გეოგრაფია: 1 160 სოცდაუცველი გურიაში დასაქმდა

626648eaebc96
თელარა გელანტია
25.04.22 14:00
1397
ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით, დასაქმების კონტრაქტი უკვე 4,601 ადამიანს გაუფორმდა.

Bm.ge-ის მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში - სკოლებში, სსიპ-ებში, თეატრებში, აიპ-ებში და ა.შ. დასაქმდნენ. პოზიციებს შორისაა - სკოლის დარაჯი, მეეზოვე, ელექტრიკოსი, რეინჯერის დამხმარე, დამლაგებელი და სხვა.

მაგალითად, გურიაში მოძიებულ ვაკანსიებს შორისაა - კერძების ადგილზე მიწოდება. ვაკანსია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოიძებნა.



აღსანიშნია, რომ რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 1,160 სოცდაუცველის დასაქმება სწორედ გურიაში მოხდა, ყველაზე ცოტა - 39 სოცდაუცველი თბილისში დასაქმდა.

სოციალური სამუშაო რეგიონების მიხედვით:

● თბილისი - 39 დასაქმებული;
● იმერეთი - 582 დასაქმებული;
● კახეთი - 714 დასაქმებული;
● ქვემო ქართლი- 220 დასაქმებული;
● შიდა ქართლი - 199 დასაქმებული;
● სამეგრელო-ზემო სვანეთი - 156 დასაქმებული;
● აჭარა - 495 დასაქმებული;
● სამცხე-ჯავახეთი - 311 დასაქმებული;
● მცხეთა-მთიანეთი - 110 დასაქმებული;
● გურია - 1160 დასაქმებული;
● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 615 დასაქმებული.



“ხელფასი ნამუშევარი დღეების მიხედვით გამოითვლება, სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 300 ლარია, ნახევარ განაკვეთზე ანაზღაურება 150 ლარი, რომელიც წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს და არ იბეგრება.

ამ ეტაპზე საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის პორტალზე 22 000-მდე ვაკანსიაა დარეგისტრირებული. წლის ბოლომდე კი გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 50 000-მდე გაიზრდება.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ საწყის ეტაპზე გამოყოფილია 4 931 250 ლარი,” - ნათქვამია სამინისტროს პასუხში.