მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოფლის მეურნეობის უწყებამ სუპერმარკეტებს უთხრა, რომ ადგილობრივი მწარმოებლებისგან პოლიეთილენის პარკები არ შეიძინონ"

5e5546b7a4e18
თათია ჩაფიჩაძე
25.02.20 20:20
1914
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქსელური სუპერმარკეტების წარმომადგენლებს უთხრა, რომ ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიებისგან პოლიეთილენის პარკები არ შეიძინონ და კონტრაქტები იმპორტირებულებთან გააფორმონ“, - ამის შესახებ bmg-ის ინფორმაცია პოლიეთილენის პარკების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს. ინფორმაცია მოგვიანებით მაღაზიათა ქსელ „ევროპრუდუქტშიც“ დაგვიდასტურეს.

„ევროპროდუქტის“ იურისტი, რომელიც 20 თებერვალს სამინისტროსა და კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ სამინისტროს რჩევის მიზანი შესაძლო დაჯარიმებისგან თავის არიდება იყო.

როგორც თამთა ბუაჩიძემ განმარტა, სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფალსიფიცირებული პროდუქციის ქსელში შეტანის ფაქტებს, რის გამოც მარკეტები დაჯარიმდნენ. რაც შეეხება იმპორტირებული პროდუქციის სანდობას, შეხვედრაზე უწყებამ სექტორს განუცხადა, რომ მიუხედავად ლაბორატორიის არარსებობისა, შემოსავლების სამსახური საზღვარზე პარკებს ამოწმებს და კანონთან შეუსაბამო ნაწარმი ადგილზე ვერ მოხვდება.

„გვეუბნებოდნენ, რომ გვაწვდიდნენ ბიოდეგრადირებად პარკებს და როგორც აღმოჩნდა არ იყო, ამიტომ ამ ეტაპზე რადგან ვერ ამოწმებენ ნამდვილობას, რომ არ დაჯარიმდნენ შემსყიდველი კომპანიები, უფრო რეალურია, იმპორტიორისგან მივიღოთ ეს პარკები. გვითხრე, რომ საზღვარზე ვერ შემოვა სხვა მდგომარეობის პარკიო.

ამ ეტაპზე ქართველ მომწოდებლებთან ვთანამშრომლობთ, თუმცა შესაძლებელია გადასვლა, არ ვიცით ჯერ ზუსტად მოლაპარაკების პროცესში ვართ. რეალურად იმპორტირებული უფრო ძვირი გამოდის, თუმცა, არ ვიცით, ვნახოთ“, - განაცხადა თამთა ბუაჩიძემ.

შეგახსენებთ, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი აიკრძალა. 2019 წლის 1 აპრილს კი ეს რეგულაცია უკვე ყველა ტიპის პარკებზე გავრცელდა.