მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა გზა არ გვრჩება გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა" - საკლუბო ბიზნესის მორიგი განცხადება

61c4cf41eaccb
თამთა ჯიჯავაძე
23.12.21 23:29
509
კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების კავშირი მორიგ გაცხადებას აქვეყნებს და მიმართავს თბილისის ელექტრონული მუსიკის, საფესტივალო და საკლუბო სცენის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, მოცეკვავეებს და კომუნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, ინდუსტრია აპირებს აღადგინოს მუშაობა, ვინაიდან სხვა გზა მათ არ რჩებათ. 

"ჩვენ მიერ ინიიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა #Openculture მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და საერთო სტანდარტის დანერგვას. სწორედ ეს სტანდარტი უნდა გამხდარიყო 22 თვის წინ დახურული საკლუბო სცენის უსაფრთხოდ გახსნის წინაპირობა.

საკლუბო სცენის წარმომადგენლები, მოთმინებითა და პასუხისმგებლობით ველოდებოდით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და 22 დეკემბერს წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული პროტოკოლით სივრცეების გახსნაზე უარი მივიღეთ.

ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლება აანონსებს უამრავ ხალხმრავალ ღონისძიებებსა და შეკრებებს, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა შეთანხმებული წესებითა და ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების მექანიზმით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩვენი შეჩერებისა და დაგეგმილი წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს საკლუბო სივრცეების მეიჯარეებთან კომუნიკაცია, მათგან მოითხოვენ, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც ცალსახად წარმოადგენს შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზას, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ეს გზა არ არის პრობლემის სასიკეთოდ გადაჭრის მცდელობა, თუ რა თქმა უნდა ხელისუფლების მიზანი პრობლემის გადაჭრაა და არა მისი გამწვავება, რაშიც, მათ მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ეჭვი გვეპარება.

მოვუწოდებთ სივრცის მეიჯარეებს, არ აჰყვნენ უკანონო შანტაჟს და არ დაუშვან იმ სივრცეების გაქრობა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამ სივრცეების გაქრობა არამხოლოდ კანონის, ეთიკისა და მორალის, არამედ ისტორიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება.

რაც მთავარია, მოგიწოდებთ ჩვენის სცენის აქტიურ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს, გავერთიანდეთ ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერების, იმ საცეკვაო მოედნების გადასარჩენად, რომელიც თითოეული თქვენგანის საკრალურ მომენტებსა და ისტორიებს ინახავს.

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!" - აღნიშნულია განცხადებაში.