ბატონი თენგიზი არ დატოვებს თანამდებობას, არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდ ინფიცირებულებს და არც არავის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
საქმე იმაშია, რომ გუშინ დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.
„იმის შესახებ, რომ ბატონი თენგიზი ტოვებს თანამდებობას, ჩემთვის არასდროს ყოფილა ცნობილი, რამდენადაც ის მუდმივად არის მძიმე, დატვირთულ რეჟიმში. ყოველდღიურად გვაქვს თათბირები, კონსილიუმები და ეს საკითხი ასეთი ყურადღების გასამახვილებელი არ იყო.
ბატონი თენგიზი არ დატოვებს თანამდებობას, არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდ ინფიცირებულებს და არავის“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი