“თიბისი ბანკის ჯგუფმა" ელექტრონული კომერციის კომპანია My.ge-ის (My Group) 65%-იანი წილის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმა. ამის შესახებ ჯგუფის მიერ ინვესტორებისთვის გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.
„გარიგების ღირებულება 19.45 მლნ ლარია, ჯგუფი შეფასებულია 29.93 მლნ ლარად. "თიბისის’’ აქვს უფლება, ტრანზაქციის ფარგლებში, გარკვეული პირობებით, დარჩენილი 35%-იც გამოისყიდოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
TBC ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: ''My Group-ის შეძენა ჩვენი ეკოსისტემის სტრატეგიას საკმაოდ აჩქარებს. ეს ჩვენს ციფრულ საქმიანობას საქართველოს ბაზარზე საგძნობლად გაზრდის და დიდი რაოდენობით ახალ მომხმარებლებზე წვდომას უზრუნველყოფს''.
My Group-ის თანადამფუძნებელი ლაშა გიგითელაშვილი: ”ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს უმსხვილეს ბანკთან პარტნიორობით და ბენეფიტით - მსოფლიო დონის ციფრული შესაძლებლობებით სარგებლობისა და ეკოსისტემის განვითარებაში თანამონაწილეობისთვის. მოუთმენლად ველოდები, რომ My Group შემდეგ საფეხურზე გადავა და ჩვენს კლიენტებს ახალ გადაწყვეტილებებსა და მომსახურებას შევთავაზებთ’’.
ცნობისათვის, My Group-ი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმაა, მის შემადგენლობაში შედის: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge და myjobs.ge, რომლებსაც, ოფიციალური ინფორმაციით, ყოველთვიურად, 1.7 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. 2018 წელს, ჯგუფის აქტივები 3.3 მილიონ ლარს, ამონაგები კი, 4 მლნ ლარს შეადგენდა.
My Group-ი 2002 წელს ძმებ ლაშა და კახა გიგიტელაშვილების მიერ დაფუძნდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი