მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი დაზღვევამ" წლის I კვარტალში მომხმარებლებს 5.8 მლნ ლარი აუნაზღაურა

5ef07a5f135a3
თელარა გელანტია
22.06.20 13:30
614
თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე. ამის შესახებ bm.ge-ის „თიბისი დაზღვევიდან“ აცნობეს.

2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, როგორც ბაზრის წილის, ასევე, ანაზღაურებული თანხის მოცულობით, კომპანია კვლავ პირველია.

2020 წელს, ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 5 822 840 ლარი აუნაზღაურა. აქედან 1 094 652 ლარი - დისტანციურად.
კომპანიის ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზრის წილი 28.8%-ია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვადევნოთ თვალი დაზღვეულთა მოთხოვნებს. შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მათ საჭიროებებსა და სურვილებს. ეს კი, თავის მხრივ, მომსახურებისა და სერვისის მაღალ ხარისხთან ერთად, სადაზღვევო ბაზარზე კომპანიის წარმატებასა და პირველობას განაპირობებს“, - აცხადებს „თიბისი დაზღვევის“ საცალო და ალტერნატიული გაყიდვების უფროსი ივა კახაძე.