ჯანდაცვის სამინისტრომ 20 მარტს კლინიკებისთვის ახალი სამედიცინო სტანდარტები წარადგინა, რომელსაც ჯანდაცვის პროვაიდერებისგან კრიტიკული შეფასებები უკვე მოჰყვა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუკი კლინიკა ამ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ ჩნდება სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა კლინიკას პაციენტებს უსაფრთხოდ მიაწოდონ სერვისი.
“ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სტანდარტით გათვალისწინებული პირობების დანერგვა, ესაა ხარისხის უზრუნველყოფა და პოლიტიკა მიდის იქითკენ, რომ პაციენტმა მიიღოს ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისები. კონსულტაციები იყო ხანგრძლივი, გათვალისწინებული იყო როგორც ასოციაციების, ასევე ინდივიდუალური კლინიკების რეკომენდაციები.
ვფიქრობთ, განსაზღვრული ვადები არის ის რეალისტური ვადები, რომლებშიც კლინიკებმა შეიძლება შეასრულონ ეს პირობები. თუკი კლინიკები ამ პირობებს ვერ ასრულებენ, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმის, თუ რამდენად არის მზად კლინიკა, რომ გააგრძელოს უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისების მიწოდება.
ამდენად ჩვენი მიზანია, რომ სტანდარტი დაუახლოვდეს საერთაშორისო პრაქტიკას,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 20 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: “ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე; ასევე, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების“ სანებართვო დანართის მოპოვებისთვის უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას შეისწავლის ადგილზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ის დაწესებულება კი, რომელიც უკვე არის ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან - 2023 წლის 1 სექტემბრამდე. ასევე ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი, ვალდებულია, ჩაერთოს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი