მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ხელს არ შეგვიწყობენ, მალე გლეხი პროდუქტის წარმოების ინტერესს საერთოდ დაკარგავს"

60bb09ea144c5
მარიამ იზორია
06.06.21 21:30
1438
ადგილობრივი ფერმერის ირაკლი თელიაშვილის მეურნეობა ვალეში 3 ჰექტარს მოიცავს და სხვადასხვა ბოსტნეულს აერთიანებს. როგორც ის bm.ge-სთან ამბობს, განსაკუთრებით დიდი პოტენციალი იასამნისფერ კომბოსტოს აქვს, რომელსაც საზოგადოება ჯერ კარგად არ იცნობს.

„იასამნისფერი კომბოსტო, რომელსაც მეოთხე წელია ვაწარმოებ, ჩვეულებრივ კომბოსტოზე მეტ ვიტამინებსა და იოდს შეიცავს, მას სამჯერ მეტი მოვლა და აზოტი სჭირდება, შესაბამისად უფრო ხარჯიანია, სამწუხაროა, რომ პროდუქტს მომხმარებელი კარგად არ იცნობს და შესაბამისად, რეალიზაციაც უჭირს, არადა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე დიდი პოტენციალი აქვს, კარგი იქნება თუ სახლემწიფო გასაღებაში ხელს შეგვიწყობს, ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ დიდი რაოდენობაც მოვიყვანოთ, თუ კარგი რეალიზაცია გვექნება და პროდუქტი საზღვარგარეთაც გავა, სამწუხაროდ გლეხის პროდუქტით აღარ ინტერესდებიან, მხოლოდ შემოაქვთ, გატანა მათი ინტერესის საგანი აღარ არის“ - ყვება ირაკლი თელიაშვილი.

ფერმერი წარმოების პროცესში პანდემიის გავლენაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაწეული ხარჯის ამოღება 2020 წელს ძალიან გაუჭირდათ.

„პანდემიამ გასაღების ბაზარი შეზღუდა, ხარჯი ვერ ამოვიღე, სიტუაცია ჯერაც არ გამოსწორებულა, აზოტი, შხამქიმიკატები, ყველაფერი გაგვიძვირდა, თუ მთავრობა ხელს არ შეგვიწყობს, მალე გლეხი პროდუქტის წარმოების ინტერესს საერთოდ დაკარგავს, ცუდია, როდესაც კარტოფილის 30, ხოლო კომბოსტოს 8 თეთრად გაყიდვა გიწევს“ - ამბობს ის.

ცნობისთვის, ფერმერის მეურნეობა იასამნისფერი კომბოსტოს გარდა, კარტოფილს, ბროკოლს, ყვავილოვან და ჩვეულებრივ კომბოსტოებსაც აერთიანებს.