მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმი დაიწყო აქ და ხელახალი სტარტიც აქედან იქნება" - ზურაბ პოლოლიკაშვილი ეგვიპტეს ეწვია

5f46418b9848c
ნათია თაქთაქიშვილი
26.08.20 16:00
1783
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) დელეგაციამ, ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით, ეგვიპტის მთავრობას როგორც ტურიზმის აღდგენის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხში მტკიცე მხრდაჭერა აღუთქვა. ამის შესახებ ინფორმაცია UNWTO-ს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით ჩასული ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ადგილზე გაეცნო თუ რამდენად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს და ჰიგიენის პროტოკოლს სასტუმროები და მუზეუმები COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში.

როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილი აღნიშნავს, ტურიზმის უსაფრთხოდ განახლება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

„გაერომ ნათლად აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე, მდგრადი განვითარების კუთხით. ეგვიპტე კი, წამყვანი ტურისტული ადგილია მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მზად არის ტურისტების მისაღებად, თუმცა ადამიანების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

აღსანიშნვია, რომ ვიზიტის ფარგლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი შეხვდა და ფინანსური დახმარება აღუთქვა ეგვიპტის ტურიზმის ფედერაციას, რათა პანდემიის ფონზე ეგვიპტეში ტურიზმის განახლება დაჩქარდეს.

"ტურიზმი დაიწყო აქ და ხელახალი სტარტიც აქედან იქნება", - დაწერა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, ეგვიპტე ტურიზმისთვის 4 მაისს გაიხსნა და სასტუმროები 25%-იანი დატვირთვით ოპერირებდნენ, ხოლო ივნისიდან სასტუმროების დატვირთულობა 50%-მდე გაიზარდა. ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ანდემიის გამო, ეგვიპტე ყოველთვიურად ტურიზმის სექტორიდან, დახლოებით, 1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს კარგავს.